მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, 2021 წელს ნატო-ს წევრი გახდეს

5b094a6823764
დავით ჯალაღონია
26.05.18 15:50
1322

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის იუბილეს ჩრდილოატნალტიკური ალიანსის წევრის სტატუსით შეხვდება.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს შეხვდება ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით. დიდი იმედი გვავქს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად, ნატო მოძებნის ძალას, რომ მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ აქ, უსაფრთხოებას გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის. საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გახდეს როგორც ევროპული თანამეგობრობის, ისე ნატო-ს წევრი“, - განაცხადა პრემიერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უცხოელ სტუმრებთან შეხედრაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები