საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2025 წლისთვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა და ამის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის მშპ-ის 7-8 პროცენტს დახარჯავენ. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ფინანსური დეცენტრალიზაცია თვითმმართველობებს მისცემს ყველა ბერკტს ეკონომონიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად.
"რეგიონს უნდა ჰქონდეს როგორც გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, ისე შესაბამისი რესურსები", - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონე მეტნაკლებად გათანაბრდეს.

























