მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე გავხსნით ამბროლაურის აეროდრომს

5864b63701236
BM.GE
29.12.16 11:02
2855
"უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე გავხსნით ამბროლაურის აეროდრომს, რომლის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დღესვე პრემიერმა ქვეყანაშ ახალი კურორტების განვითარებაზე ისაუბრა:

"ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს - ბაკურიანი, გუდაური - ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც.

ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები