პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განახლებული სამთავრობო გუნდი, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტმა, ნდობა 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

























