პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მან სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს სოფლის მეურნეობის საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოზიცია შესთავაზა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოზიცია უკავია - CNFA-ს ბორდის წევრია და ჩაბარებული აქვს კონკრეტული მიმართულებები, რომელთაგან მისი გამოსვლა რთულია.
„რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მე მას შევთავაზე, სოფლის განვითარების მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია და არ არის გამორიცხული, მან თანამშრომლობა გაგვიწიოს და რჩევები მისცეს მთავრობას ამ მიმართულებით. დავითი არის ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი და ჩვენ აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ დღეს მისი მთავრობაში შემოსვლა, მისი დღევანდელი ამოცანებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

























