მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიორგი კვირიკაშვილს ძალიან უმადური საქმის კეთება მოუწია"

5b22575fda5c8
BM.GE
14.06.18 15:53
796
"გიორგი კვირიკაშვილს ძალიან უმადური საქმის კეთება მოუწია", - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას საფუძველი ჩაეყარა გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას, რაც არსებულ პრობლემებს „გაცილებით გვიან მოაგვარებს".

"განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა მომავალი მთავრობის გეგმაც იქნება. კვირიკაშვილის მთავრობის პრობლემა ის იყო, რომ ეს გეგმა საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას განსაჯოს თუ რამდენად ობიექტური თუ სუბიექტურია მათი პრობლემა.

ყველაფერზეა უმრავლესობა პასუხისმგებელი. დღეს უკვე საქართველოში ვერავინ მოიწონებს თავს იმით რომ პრობლემის დანახვა შეუძლია. თუ ვინმე საკუთარ თავს უწესებს ცენზურას ეს მისი პრობლემაა, თუმცა დღეს ქვეყანაში პრობლემებზე საუბარი ხმამაღლა შეიძლება", - ამბობს კაკულია და დასძენს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არაერთ საკითხზე, შესაძლოა, რომ მეტად კრიტიკული ყოფილიყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები