მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიორგი მარგველაშვილისთვის ეკონომიკა იყო უცხო ხილი"

5bd74216c4981
სალომე მეცხვარიშვილი
30.10.18 10:00
745
მარგველაშვილისთვის ეკონომიკა იყო უცხო ხილი,-ასეთია ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასება საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი მავნე კანონი მიიღო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს არათუ დადებითი აზრი, ვეტოც არ გამოუყენებია. ეკონომისტის განცხადებით, მარგველაშვილს არ გაუპროტესტებია სავიზო და საბანკო რეგულაციები; არ დაუფიქსირებია უარყოფითი პოზიცია საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომისტის აზრით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით იყო დაგეგმილი.

„ეს პირდაპირ შედის მის პასუხისმგებლობაში. დაწყებული საბანკო რეგულაციებით, დასრულებული უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ კანონპროექტით - ასეთ გახმაურებულ კანონებზეც მე არ მახსოვს მისი აზრი.

ერთადერთი შეიძლება ის გავიხსენოთ, როდესაც ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონს ვეტო დაადო.

მისთვის ეკონომიკა არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული. არადა, სულ რომ ეკონომიკა არ აინტეერსებდეს, მას შეუძლია ირიბი გავლენა მოახდინოს“,- აცხადებს ხორგუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები