მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მარგველაშვილმა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პაპუნა ლეჟავა წარადგინა

5bdfe5f012718
BM.GE
05.11.18 10:15
2872
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს პაპუნა ლეჟავას კანდიდატურა წარუდგინა, ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.

"რაც შეეხება ახალ ვიცე-პრეზიდენტს, ეს არის პროცესი, რომელიც გაწერილია კანონში და აქ პარლამენტი არის სრულად უფლებამოსილი. ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ და პირველად თქვენთან გავაჟღერებ რომ კანდიდატურა არის შემოტანილი პარლამენტში. საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა პაპუნა ლეჟავას კანდიდატურა. მისი კანდიდატურის განხილვა შეიძლება უკვე დაიწყოს ამ პროცესში,"- ამბობს კოვზანაძე.

ბიოგრაფიის  მიხედვით, პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში IFC-ში ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობს. 2013-2015 წლებში ის მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი იყო, ხოლო 2011-2013 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური რისკების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია თანამდებობას 30 ნოემბრიდან დატოვებს. ის სებ-ის საბჭოში 2016 წლიდან მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები