გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უფრო მეტი,- ასეთია იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასება საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ შეზღუდული უფლებამოსილების პირობებშიც კი მარგველაშვილს შეეძლო ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, მაგრამ მან მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი არ გამოიყენა.
„იყო ცალკეული ეკონომიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებები, რომლებზეც წავიდა მთავრობასთან ოპონირების რეჟიმში, მაგალითად ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე არ მიდიოდა ხოლმე. ყველა შესაძლო რესუსრსი მან არ გამოიყენა, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლა, იგივე ხალხში რომელიმე ინიციატივის გაჟღერება და ხელმოწერების შეგროვება და ა.შ.
შეზღუდული უფლებამოსილებები არის, მაგრამ არა იმდენად, რომ პირდაპირი ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესმა თანამდებობის პირმა ვერ შეძლოს ეფექტური მექანიზმების მოძიება, რომ დააკორეტიროს და გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე“,- აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, პრეზიდენტს არ უაქტიურია საპენსიო რეფორმასთან, საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით და ა.შ.