მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა

5b51ede761f21
თელარა გელანტია
20.07.18 18:11
941
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც BM.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, გადადგომის შესახებ პრემიერს მღებრიშვილმა განცხადებით თავად მიმართა და ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დაუკმაყოფილა.

მისივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები