მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა

მიქაუტაძე გაძვირდა

Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, ვისი ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა.

მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ და 40 მილიონზე ავიდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. გიორგი „ვილიარეალის“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ ალბერტო მოლეიროა შეფასებული 50 მილიონი ევრო. 25 წლის ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგაში, საბაზრო ღირებულების მიხედვით, 32-ე ადგილს იკავებს.

მიქაუტაძის გარდა, გიორგი ქოჩორაშვილის ფასიც შეიცვალა. „სევილიას“ ნახევარმცველი 4 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი Transfermarkt-ზე 4.5 მილიონი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები