მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მშვენიერაძე: 3000 ადამიანი მივდივართ და ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან

62c1e0d4d5915
თელარა გელანტია
03.07.22 22:31
854
აქციის #შინევროპისკენ მონაწილეების ნაწილი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს და პროტესტს იქ გააგრძელებს.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

„პირველი ნაბიჯი - გვჭირდება 3000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან - ესაა „ქართული ოცნების“ ოფისი. მე წავალ წინ და 3000 ადამიანი ვიდგებით ოფისთან. ეს იქნება პირველი ადგილი, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება მომდევნო საათებში არ გადადგამს ნაბიჯებს, ბევრი ასეთი აქციის კერა გაჩნდება“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები