მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ნადარეიშვილი: ფინკა ბანკი არის რეგიონების, ხალხის ბანკი

5b3c7c08336ce
თამუნა დემეტრაშვილი
04.07.18 11:47
2502
"ფინკა ბანკი" არის რეგიონების, ხალხის ბანკი, - ამის შესახებ "ფინკას" კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბანკის 100 ათასზე მეტი კლიენტიდან 90% რეგიონებიდანაა, საიდანაც თავის მხრივ 80%- სოფლის მოსახლეობა.

"ჩვენ მივყვებით 20 წლის წინ, ბანკის დაარსებისას განცხადებულ მისიას, მხარი დავუჭიროთ რეგიონების მოსახლეობას.

ამიტომ აქციონერების გადაწყვეტილებას ვადაზე ადრე შეევსოთ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა, ჩვენი ბანკის კლიენტებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, მხოლოდ ფულის მოზიდვას, ეს არის განცხადება იმისა, რომ აქციონერები აპირებენ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიან მუშაობას და ამას თავისი მიზეზები აქვს, უპირველესად მიზეზი ისაა, რომ ასე თუ ისე მივაღწიეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, მდგრადი ეკონომიკა გვაქვს და ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ფინკა ბანკმა" ეროვნული ბანკის მოთხოვნა ვადაზე ადრე დააკმაყოფილა და მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონამდე შეავსო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები