ეკონომისტები გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი პარასკევობით, გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში საკუთარი რუბრიკის, ვიდეო ბლოგის წამყვანები ხდებიან.
"ბიზნესმედია საქართველო" რებრენდინგის პარალელურად, ორშაბათიდან სიახლეებს გთავაზობთ: ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, "ტვ პირველი"-ს ეთერში 15:00 საათზე “ბიზნესკონტრაქტის” ნაცვლად ეთერში ტელეპროექტით "საქმის კურსი" - ბექა ბაციკაძე წარსდგება მაყურებლის წინაშე. დღის ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეებით "საქმის კურსში" მაყურებელს და მსემნელს საღამოს გამოშვებით გამყოფებთ.
განახლებული ტელეპროექტი ყოველ სამუშაო დღეს TV პირველის ეთერში დღის 3 საათზე და საღამოს 22.30 საათზე იქნება.
უცვლელია პარასკევის "ანალიტიკა" და მისი წამყვანი. ელენე კვანჭლაშვილის ავტორობით ყოველ პარასკევს “ანალიტიკასთან “ ერთად საღამოს სპეციალურ ეთერს მოამზადებს, რომელსაც ასევე 22.30 საათზე იხილავთ. მისთვის სპეციალურ ყოველკვირეულ ვიდეო ბლოგს ეკონომისტები გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი მოამზადებენ.
“ბიზნესმედია საქართველო” მოხარულია თანამშრომლობით და წარმატებულ სატელევიზიო საქმიანობას უსურვებს გიორგი პაპავას და ირაკლი ყიფიანს.

























