მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი პაპავა: თუ ლარი დასტაბილურდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ უნდა ველოდოთ

5d1cc4bba5322
დავით ჯალაღონია
04.07.19 09:40
1082
PMCG კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის გიორგი პაპავას განმარტებით, ლარის გაუფასურება, ძირითადად ივნისის მეორე ნაწილში, მნიშვნელოვნად ჯერჯერობით არ ასახულა ინფლაციაზე.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ინფლაციაში დიდი ნაწილი მოდის ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რაც დიდწილად თამბაქოზე აქციზის გაძვირებასთან არის დაკავშირებული, ანუ ეს არ არის ისეთი ფაქტორი, რომელიც აგრეგირებული მოთხოვნიდან, ანუ მოსახლეობისა და ბიზნესის მიერ გამალებული ხარჯვით იყოს გამოწვეული, შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი რეაგირების საფუძველს წარმოადგენს.

თუ ლარი დასტაბილურდა, როგორც ამას ვხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ უფრო მაღალ ინფლაციას არ უნდა ველოდოთ და შესაბამისად, არც - მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ინფლაციასთან ბრძოლის საპასუხოდ", - განაცხადა პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ივნისში წლიური ინფლაცია 4.3% დაფიქსირდა, მიმდინარე წლის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები