მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი პერტაია ანტიდემპინგურ კანონზე: რამდენად საჭიროა ამ ეტაპზე, ეს სადაოა

5d2061e987f84
დავით ჯალაღონია
06.07.19 13:00
1051
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას აზრით, ქვეყანას ანტიდემპინგური კანონმდებლობა სჭირდება, მაგრამ სადაო საკითხია, დგას თუ არა ასეთი საჭიროება დღეს.

„ანტიდემპინგური კანონმდებლობა საერთო ჯამში, ალბათ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, გამომდინარე იქიდან, რა მოცემულობაც ახლა გვაქვს - რომელ ქვეყნებთან ვვაჭრობთ, ამ ქვეყნებში რა ხდება, რა ტიპის არაპირდაპირი სუბსიდიები გამოიყენება და რა ტიპის პოლიტიკას იყენებენ ეს კომპანიები, როდესაც საქართველოში შემოდიან.

რამდენად საჭიროა ამ ეტაპზე, ეს სადაო თემაა. აქ უფრო საინტერესოა ის, რომ კანონმდებლობა უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და აქ უფრო ბიზნესმენებისგან ვისმენ მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობა, შეიძლება, არასწორი ხალხის ხელში, სხვა რამეებისთვისაც იყოს გამოყენებული. ეს საშიშროება, რაც შეიძლება, მინიმუმამდე არის დასაყვანი“, - აღნიშნავს პერტაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", რის შემდეგაც მას უკვე, დეპუტატების მოწონების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

კანონპროექტის მიზანია დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება.

კანონის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები