მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეოთხედ, ორი წლის ვადით აირჩიეს

სავაჭრო-სამრეწველო პალატა
20.11.23 13:05
116

ბრიუსელში, ევროპალატის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპალატების დირექტორთა საბჭოს არჩევნები ჩატარდა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად უკვე მეოთხედ, ორი წლის ვადით იქნა არჩეული.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, გიორგი პერტაია პარალელურად არის ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ასამბლეის ფარგლებში, არჩეულ იქნა ევროპალატის პრეზიდენტი ვლადიმირ დლოუჰი და ვიცე-პრეზიდენტები.

ასამბლეის მონაწილეებმა განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტირების პროექტი და ევროპალატის გრძელვადიანი ფინანსური განვითარების საკითხები, ასევე 2023-2024 წლების ძირითადი აქტივობები და ღონისძიებები.

ევროპალატა ევროკავშირში ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას , 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნესს. ასევე, აერთიანებს 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.

საქართველოს სავაჭრო პალატა 2000 წლიდან „ევროპალატის“ აფილირებული წევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები