მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი პერტაია: ლარის გაუფასურების პარალელურად სებ-ის მხრიდან დოლარის შეძენა არასწორია

5d1b5e6069224
ლიკა გურაბანიძე
02.07.19 18:00
862
„ლარის გაუფასურების პარალელურად ეროვნული ბანკის მხრიდან დოლარის შეძენა არასწორია“ -  ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი პერტაიამ ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

პერტაიას განმარტებით, გარკვეულ სექტორებში არის იმის მოლოდინი, რომ შემოსავლები შეუმცირდებათ, თუმცა ეს მოლოდინები დროთა განმავლობაში დაკორექტირდება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეზერვებს და უნდა ჩაერიოს თუ არა ის პროცესში და გარკვეული ინტერვენციები შეასრულოს, გიორგი პერტაია აღნიშნავს, რომ მისთვის ეს სათქმელად ძალიან რთულია.

 

„ვიცი, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს მაშინ, როდესაც ადგილი გარკვეულ პანიკურ ცვლილებებს აქვს. ჩვენ არ გვაქვს იმდენი რეზერვი, რომ ასე უბრალოდ ჩაერიოს. ვფიქრობ, როდესაც პანიკური ცვლილებებია ეროვნული ბანკი მაშინ უნდა ჩაერიოს და ამას აკეთებს კიდეც.

ლარის გაუფასურების პარალელურად ეროვნული ბანკის მხრიდან დოლარის შეძენა არასწორია. არ ვიცი როდის შეიძინა, მაგრამ თუ ეს ასე ხდება მგონია, რომ არასწორია, თუმცა მაინც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ“ - განაცხადა პერტაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები