გიორგი პერტაია „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, - ინფორმაცია bm.ge-ს თავად პერტაიამ დაუდასტურა. მისი თქმით, საბჭოს შემადგენლობაში 5 წევრი არიან.
გიორგი პერტაია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო. მან პოსტი 2016 წლის ნოემბერში დატოვა. აღნიშნული სააგენტო 2017 წელს გაუქმდა.

























