მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: რეგულაციებით აბსოლუტურად სხვა საინვესტიციო რუკაზე ვხვდებით

5d8251b790144
ანუკა ჯოხაძე
18.09.19 20:05
1766
რეგულაციებით აბსოლუტურად სხვა საინვესტიციო რუკაზე ვხვდებით, - ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ bm.ge-ისთან განაცხადა.

როგორც პერტაია ამბობს, თუ რეგულაციების კუთხით გარკვეული ცვლილებები არ განხორციელდა, მომრავლებული რეგულაციები საქართველოში ბიზნესის წარმოებას ინვესტორისთვის ნაკლებად საინტერესოს გახდის, რადგან საქართველოს საინვესტიციო გარემო ევროპას დაემსგავსება და საქართველოში ჩამოსულ ინვესტორს ახალს ვერაფერს შევთავაზებთ.

“მიმზიდველობა საინვესტიციო გარემოსი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მარტივები, სწრაფები, და პრობიზნეს-ორიენტირებულები. ეს უნდა გვქონდეს უფრო კარგად განვითარებული, ვიდრე - ევროკავშირის ქვეყნებს. ამაში უნდა ვაჯობოთ, თორემ არავინ არ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში. რისკები ძალიან დიდია, პრობლემა გვაქვს ტერიტორიებთან, ძალიან ბევრი ფაქტორია. რატომ ჩადებს ინვესტორი ფულს, თუ ერთი და იგივე კანონმდებლობა აქვს ესპანეთს და საქართველოს, თუ იგივე რეგულაციები გვაქვს, ფულს ჩადებს ესპანეთში...  აბსოლუტურად სხვა საინვესტიციო რუკაზე ვხვდებით“, - აცხადებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები