მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი პერტაიამ საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა

583bda64c3c1c
თელარა გელანტია
28.11.16 11:19
4674
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" თავად გიორგი პერტაიამ განუცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო.

მისი თქმით, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და საქმიანობას ბიზნესში გააგრძელებს, მაგრამ კონკრეტულად რა სფეროში, ჯერ არ აკონკრეტებს.

გიორგი პერტაიას მოვალეობას მისი მოადგილე თამუნა ლილუაშვილი შეასრულებს.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გიორგი პერტაია 2012 წელს დაინიშნა. იქამდე კი, ბიზნესომბუდსმენის პოსტი ეკავა.

ცნობისთვის: 2012 წლიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელს საქართველოში $912 მლნ-ის FDI ჩაიდო, 2013 წელს - $942 მლნ-ის, 2014 წელს -$1,758 მლნ-ის, 2015 წელს კი - $1,564. რაც შეეხება 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებს, 6 თვეში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $834 მლნ შეადგინა.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ კანონის თანახმად, სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები