მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქადაგიძე - რა შეიძლება გადმოვიღოთ რუსეთისგან?

5d2980fa8f38e
BM.GE
13.07.19 11:02
4367
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკუთარ facebook-ზე წერს, რომ ერთადერთი რისი რუსეთიდან გადმოღებაც იქნებოდა ქვეყნისთვის სასარგებლო, ეს რუსეთის მეფის - პეტრე დიდის მიერ გატარებული რეფორმებია:

"თუ მაინც და მაინც რუსეთისგან გვინდა რამე გადმოვიღოთ მაშინ ეს მისი ყველაზე წარმატებული მონარქისგან უნდა გავაკეთოთ.

მოდით პეტრე დიდის (1672-1725) რეფორმების ნაწილი გავიხსენოთ:

1. 2 წლით თვითონ მოქმედი მეფე გაემგზავრა ევროპაში რაც მანამდე და არც მერე არავის გაუკეთებია;
2. ჩამოიყვანა (ინგლისიდან, შოტლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან, ვენეციიდან) ათასობით ინჟინერი, მშენებელი, სამხედრო, ხელოსანი, მასწავლებლი და ა.შ;
3. ასევე ათასობით რუსს უშვებდა სასწავლებლად რომლებიც ჩამოსვლისას გამოცდებს აბარებდნენ თუ რა შეისწავლეს; 
4. გამოსცა კანონი რომლის მიხედვით გაუნათლებელ დიდგვაროვან შთამომავალს უფლება ერთმეოდა მემკვიდრეობაზე და ქორწინებაზე; 
5. გაატარა დეცენტრალიზაციის დიდი ტალღა და შექმნა რეალურად დამოუკიდებლი რეგიონალური მმართველობა; 
6. გაპარსა, ევროპულ ყაიდაზე ჩააცვა და ევროპული ცხოვრების წესს (ჭამის და კბილების გახეხვის წესი, კალენდარი, ანბანი, არაბული ციფრთა სისტემა, თავშეყრის ადგილებში მოქცევის წესი და ა.შ.) აიძულებდა არისტოკრატიას; 
7. ცდილობდა ჩამოეტანა ყველა ტექნოლოგია რაც ევროპაში ნახა, გაატარა ინდუსტრიონალიზაციის და ვაჭრობის განვითარების მანამდე არნახული რეფორმები; 
8. მაშინ როცა ბალტიის ზღვაზე გასასვლელს ჯერ კიდევ შვედები, ხოლო შავ ზღვაზე ოსმალები აკონტროლებდნენ დაიწყო გემთმშენებლობის უზარმაზარი პროექტები (ინოვაციაც ასეთი უნდა);
9. ცდილობდა ბრიტანული ყაიდის დამოუკიდებელი სასამართლო შეექმნა (ეს უშედეგოდ); 
10. გაათანაბრა ქალების და კაცების უფლებები.

მოკლედ პოსტმონღოლური აზიური ქვეყნის ევროპიზაცია მოახდინა.

ამ გაგებით რუსეთუმეობას (ევროპიზაციას) ავიტანთ,"- წერს ქადაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები