მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქადაგიძე: 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ რეკორდული ეკონომიკური ზრდა გვქონდა

5d0e16a1d9ebd
BM.GE
22.06.19 15:36
3591
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2006 წელს იხსენებს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო გამოუცხადა.

"მხოლოდ მშრალი სტატისტიკა.

2006 წელს, როდესაც ჩვენმა “ჩრდილოელმა ძმამ” სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოგვიცხადა, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მასზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდიოდა.

ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას და რთულ ეკონომიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებდნენ.

რეალურად კი 2006 წელს – 9,4%, ხოლო 2007 წელს 12,6%, რეკორდული ზრდა გვქონდა.

ჰოდა თუ მოვინდომებთ ყველაფერი შეგვიძლია!!!", – წერს გიორგი ქადაგიძე Facebook–ის საკუთარ გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები