მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქადაგიძე: 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში $524 მილიონი დახარჯეს

5d0f66387c438
BM.GE
23.06.19 15:40
1456
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში დახარჯეს 524 მილიონი დოლარი.

“ამ თანხის ნაწილიც კი რომ წელს საქართველოში დავხარჯოთ, უკვე ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ტურიზმის სექტორს #წელსსაქართველოშივისვენებთ #ყველაფერიჩვენხელშია”,- წერს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში სოციალური კამპანია დაიწყო სახელწოდებით „გაატარე ზაფხული საქართველოში“. მისი მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიაზაციას საზღვარგარეთ და მეორე მხრივ, ადგილობრივებს შეუქმნას მოტივაცია, წლევანდელი ზაფხული საქართველოში გაატარონ და არა საზღვარგარეთ. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მიიღო. ტურისტების ნაკადის შემცირება და ქვეყანაში შემოსავლების კლება ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. კამპანიის მისიაა, რაც შეიძლება შეამციროს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები