ილიაუნის ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ჯერ კიდევ მე-20 საუკუნე იდგა კარზე როცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა "ერთი შვილის პოლიტიკას" (ოჯახებისთვის მოქმედებდა ერთ შვილზე მეტის ყოლის შეზღუდვა) ატარებდა. ამ დროს ერთ ერთ პროვინციაში საკაბელო ტელევიზიით გავიდა სპეციალური კლიპები, რომელშიც წამყვანი ხსნიდა პრეზერვატივის როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების ინსტრუქციას, რომელსაც წამყვანი საჩვენებელ თითზე დემონსტრირებით ახდენდა. აღნიშნულმა კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო. დამატებითი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პროვინციის მოსახლეობის დიდი ნაწილი ინსტრუქციას პირდაპირ იგებდა და პრეზერვატივს თითზე იცმევდა.
ამ სახალისო ისტორიის მორალი გვეუბნება, რომ 100% ეფექტურობის საშუალებაც კი უძლურია არასწორი გამოყენების შემთხვევაში.
შაბათ დღეს თქვენი ყურადღება იმიტომ მივიქციე რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი აზრი ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ორი მთავარი რამ გვაქვს გასაკეთებელი:
1. მივდივართ არჩევნებზე და ხმას ვაძლევთ ამხანაგ ზურაბიშვილის წინააღმდეგ;
2. როგორიც არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ პროპორციული წესით უკვე 2020-დან.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავაბაროთ წარსულს ერთპარტიული ხელისუფლების ტრადიცია!!!“, - წერს გიორგი ქადაგიძე.