მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე ე.წ "სესხების განულების" პროგრამას ეხმაურება

5c0f55b416c08
თამუნა ქემერტელიძე
11.12.18 10:25
2541
ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე facbeook-ის საკუთარ გვერდზე ე.წ სესხების განულების პროგრამას აფასებს.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ტექნიკური შესრულებაც კი ხარვეზიანია.

“ქვეყნის “პირველი პირი” აანონსებს “მთავარ ინიციატივას”, რომლის მოლაპარაკებების პროცესი, სამართლებრივი ჩარჩო, ინიციატივის გამოცხადება, ელემენტარული არითმეტიკა, ეკონომიკური ეფექტი და დღეს უკვე ტექნიკური შესრულებაც კი, ხარვეზიანია.. და ზუსტად ამით, ის სამწუხაროდ, 100%-იანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს”, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ე.წ. ვალების განულების ვებ-გვერდი www.vali.ge გუშინ 18:00 საათზე ამოქმედდა და გარკვეული პერიოდი შეფერხებით მუშაობდა.

მოგვიანებით „ქართუ“ ფონდმა განცხადება გაავრცელა.

„ვებ-გვერდზე - www.vali.ge გადატვირთვის გამო შექმნილი ტექნიკური შეფერხება ოპერატიულად აღმოიფხვრება“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები