მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს

5bdc3c2659b7c
BM.GE
02.11.18 15:58
2343
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. კერძოდ, ხაზარაძის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება".

„მხოლოდ ჯიუტი რიცხვები, კომენტარის გარეშე:

თიბისი ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 594 მილიონი ლარი, საკრედიტო დაბანდება 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით 1,173 მილიონი ლარი (წლიური ზრდა 97%). :)

არაერთხელ მითქვამს, პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, მსხვილ ბიზნესს არასდროს არც ერთ ხელისუფლებასთან არ უჭირდა საკუთარი ინტერესების ლობირება (ცალკეული შემთხვევების გამოკლებით).

აი ვისი ხმაც არასდროს ისმოდა, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ადამიანები ვისთვისაც 20, 50 და 100 ათას ლარიანი ჯარიმა და საურავი გაკოტრების ტოლფასი იყო.

რაც შეეხება როგორი რეაქცია ქონდა ინვესტორებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ნაჩვენებია დიაგრამებზე. საერთაშორისო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც გაიზარდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად ცალსახად მიუთითებს ინვესტორების საერთო ოპტიმიზმზე“, - წერს ქადაგიძე თავის სოციალურ ქსელში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები