მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე "ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ შედეგებს აჯამებს

ბანკ

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ოცნების" მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური გავლენის შესახებ წერს. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ბოლო კვირების შედეგებზე, რა პერიოდშიც შეჩერდა შემდეგი მიმდინარე პროექტები:

- შვედეთის მთავრობის 20 მილიონი,

- დანიის 15 მილიონი,

- აშშ-ს 95 მილიონი,

- ევროკავშირის 172 მილიონი,

- გერმანიის მთავრობის 273 მილიონი ევრო.

ანუ ჯამში შეჩერდა 1,5 მილიარდ ლარზე მეტის სავალუტო შემოდინება.

- 6 დღე გამოცხადდა უქმეებად, რაც ჯამში სადღაც 300 მილიონი დოლარის ზარალია ეკონომიკისთვის.

- მთავრობის უმეცარი ან/და კორუფციული გადაწყვეტილებების შედეგად, სახელმწიფოს (გადასახადის გადამხდელებს) დაგვეკისრა 380 მილიონი დოლარის გადახდა თურქული კომპანიის სასარგებლოდ (ნამახვანის პროექტი).

- გაცვლითი კურსის შესანარჩუნებლად, მხოლოდ ბოლო პერიოდში განხორციელებული სავალუტო აუქციონების შედეგად ეკონომიკიდან ამოღებულია დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

- უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია საცალო გაყიდვების სტატისტიკა, სარესტორნო და სასტუმროების ინდუსტრია ყოველდღიურ ზარალს ითვლის, დეველოპერული სექტორში გაყიდვები იწყებს გაჩერებას.

"ჯერ არ/ვერ ითვლება მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი "მთავრობის" წევრების, ქუჩაში მორბენალი ნიღბიანი ფორმირებების და რეჟიმის ლოიალური ბიზნესმენების შესაძლო სანქცირების გავლენა ეკონომიკაზე. ასევე ჯერ ვერ ვთვლით უკვე არსებული დასავლური კერძო კომპანიების მიერ დაგეგმილი პროექტების შეჩერების, არარეზიდენტი დეპოზიტების გადინების, საპროცენტო განაკვეთების ზრდის და სხვა მრავალ გავლენას.

ეს ყველაფერ არის ტოტალური იზოლაციისკენ მიმავალი რეჟიმის ეკონომიკური ზიანის მხოლოდ პირველი ნიშნები, თანაც გასათვალისწინებელია რომ უკვე 2 წელია შეჩერებულია სავალუტო ფონდის პროგრამა (ეროვნული ბანკში დანიშვნების და ოფშორების კანონების გამო), რომელიც კრიზისების დროს, ინვესტორთა მხრიდან განიხილება, როგორც ეკონომიკური სტაბილურობის მთავარი წყარო", - წერს გიორგი ქადაგიძე და მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი, არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისიდან, არამედ იმ ეკონომიკური კოლაფსიდან, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით გვიახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები