მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქადაგიძე: ყველა ქვეყანამ, რომელმაც ბოროტების იმპერიას თავი დააღწია, აყვავებულია

5d0e767d3eb25
დავით ჯალაღონია
22.06.19 22:40
3427
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეწყვეტის და ქართული ავიაკომპანიებისთვის რეისების შეჩერების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მან ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა.

"მე მინდა გამოვეხმაურო (რუსეთის პრეზიდენტის) გადაწყვეტილებას ე.წ ტურიზმის მიმართულებით და კრემლის ნარატივს, თითქოს ეს ჩვენს ეკონომიკას დაარტყამს. ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია და ჩვენ არ მოვტყუვდებით.

პირიქით არის, ყველა ქვეყანამ, რომელმაც ამ ბოროტების იმპერიას თავი დააღწია, აყვავებულია და ეს ქვეყნები დღეს ჩვენს გვერდით არიან და საქართველო მათ რიგებში ჩაეწერება.

ჩვენი ბრძოლა მართალია და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა ქადაგიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები