ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნეს-ასოციაციების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში იმართება.
მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვა, 3 წუთში წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ წარმოუდგენიათ ეკონომიკაში არსებული გამოწვევების დაძლევა, რა მიაჩნიათ პრობლემად და რაში სჭირდებათ მთავრობის მხარდაჭერა.
"გულწრფელად მინდა მოვისმინო ის საკითხები, რაც გაწუხებთ და რაც ხელს გიშლით, რათა შემდგომ გავითვალისწინოთ თქვენი აზრი. ეს არაა ფორმალობა. ესაა რეალობა. გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრება რა მიგაჩნიათ პრობლემად და რაში ფიქრობთ, რომ მთავრობას შეუძლია დაგეხმაროთ. შემდეგ მე ვუპასუხებ თქვენს კითხვებს და წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს, როგორ წარმოგვიდგენია რიგი საკითხების გადაჭრა", - მიმართა ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელ პირებს გიორგი ქობულიამ.
შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბანკების ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

























