მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა პრობლემად არ მიმაჩნია

5c90ef3bd50bf
ლიკა გურაბანიძე
19.03.19 17:30
890
"დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა არ მიმაჩნია პრობლემად, მასში შემავალი ქვეყნები ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ევროკავშირთან ექსპორტის თვალსაზრისით, წლის განმავლობაში შესაძლოა იყოს შემცირება, თუმცა წლის ბოლომდე ექპორტის გაზრდილი მონაცემი გამოქვეყნდება.

"2019 წლის ბოლომდე გაზრდილი მონაცემი დაიდება. დაველოდოთ კვარტლის დასრულებას", - განამრტა გიორგი ქობულიამ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 118.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 10.7%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4%–ს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ კი 304.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (4.5%–ით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები