მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია ისევ მოსკოვში გაემგზავრა

5b5980cd08d4e
თელარა გელანტია
26.07.18 12:03
2947
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობის სხდომას არ ესწრება.

როგორც bm.ge-ის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრს ისევ რუსეთში მოუწია გამგზავრება.

'საქმეების გადაბარება ვერ მოასწრო, ამიტომ მინისტრი გიორგი ქობულია მოსკოვში გაემგზავრა 1 დღით. შემდეგი კვირიდან - ორშაბათიდან კი, სამსახურში იქნება', - განმარტეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, გიორგი ქობულია მინისტრად დამტკიცების შემდეგ ერთხელ უკვე იმყოფებოდა მოსკოვში.

როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, მინისტრი რუსეთში იმ პროექტების გადასაბარებლად წავიდა, რაც მას ებარა.

გიორგი ქობულიას მოსკოვში უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანია 'მაქენზიში' მაღალი თანამდებობა ეკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები