მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: "მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ"

5caeff1d90318
ლიკა გურაბანიძე
11.04.19 12:46
651
“ასეთი ტიპის კვარტლური შეჯამება ტურიზმის ადმინისტრაციაში სიახლეა, თუმცა ერთ-ერთ საშუალებაა იმისა, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები დავინახოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2019 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის სტატისტიკური მომაცემების მიმოხილვისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პროცესები გამჭვირვალეა, რაც მას დასკვნების გაკეთებაში ეხმარება.

ქობულიამ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურიზმის ზრდა დადებით ფაქტორად შეაფასა.

“ჩვენ ძირითადად მეზობელ ქვეყნებზე ვართ ორიენტირებულები და ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადის ზრდა კარგია. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ. გვჭირდება და უნდა შევქმნათ მეტი ტურისტული ატრაქციები“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით, ტურისტების მაჩვენებლის ზრდის პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა.

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 42,590-ით მეტია (ზრდა +5.1%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები