მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: მმართველ გუნდში დისკუსიის დროს, ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული"

5cdc13b1f225e
თელარა გელანტია
15.05.19 17:17
807
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მას ერთხელ „უცხო სხეული“ უწოდეს.
ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა - ვინ უწოდა ქობულიას „უცხო სხეული“.

„არ მინდოდა, ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თავს ვერ შევიკავებ. ქალბატონო ნატო, მე მგონი, თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები