მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია-საბანკო რეგულაციებზე: "მანქანებით შედიოდნენ სოფლებში და არიგებდნენ კრედიტებს"

5bb8870d81417
თელარა გელანტია
06.10.18 13:56
5154
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობის სურვილია, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის შემოღება“.

Bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ის ახალი წესი შეაფასებინა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება და საფინანსო სექტორის შეფასებით, ფიზიკურ პირებს სესხებზე წვდომას გაურთულებს.

კერძოდ, კითხვას - ფიქრობს, თუ - არა, ეკონომიკის მინისტრი, რომ ახალი რეგულაციების შედეგად, შემცირდება დაკრედიტება, რაც მოხმარების შემცირებისაც გამოიწვევს და ლოგიკურად, აღნიშნული ნეგატიურად აისახება ეკონომიკის ზრდის ტემპზე, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ჩვენ ძალიან გააზრებული პოლიტიკა გვაქვს. ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ბანკებთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ; არ გვგონია, რომ ეს ძლიერ იმოქმედებს ეკონომიკაზე. გვინდა, უფრო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა შემოვიღოთ - ასეა ყველა ქვეყანაში. ადამიანი რომ მიდის ბანკში და კრედიტს აიღებს, საფინანსო დაწესებულებამ უნდა შეამოწმოს - ამ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ კრედიტი გაისტუმროს, თუ - არა ანუ პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს კლიენტს და არა ისე, როგორც იყო აქამდე, რომ მანქანებით შედიოდნენ სოფლებში და არიგებდნენ კრედიტებს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის 1 ნოემბრიდან შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულის მიხედვით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები