მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: საინფორმაციო ტექნოლოგიების რეფორმა გასაკეთებელია

5cdbfe648ff50
თათია ჩაფიჩაძე
15.05.19 15:54
733
საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა.

„საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე იყო ლაპარაკი, „ოუფენ ნეტის“ პროექტზე, რომელსაც ბოლო-ბოლო მოვუძებნეთ გასაღები, როგორ უნდა შესრულდეს და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. დიახ, ჩვენ დავფარავთ და საქართველოში, პრაქტიკულად, ყველა მოსახლეს ექნება ინტერნეტი. ტექნოლოგიებში, ინოვაციებში არის ძალიან დიდი მუშაობა გაწეული და გაძლიერებულია როგორც FDI-ის მოზიდვის მექანიზმები, ასევე საკანონმდებლო ჩარჩო არის ჩამოყალიბებული, რომ წავახალისოთ სტარტაპები, ინოვაციები. პრიორიტეტულია ჩვენი IT სექტორის რეფორმა. არ გვაქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების რეფორმა, რაც ასევე გასაკეთებელია“, - განაცხადა ქობულიამ.

გარდა ამისა, მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ტურიზის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

„ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმი არის ძირითადი მიმართულება და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, უნდა გავაძლიეროთ ხარისხი, ბევრი რამ არის გაკეთებული, მაგრამ საუბარი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სველი წერტილები, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოვაგვარეთ, მაგრამ მგონია, რომ ახლა გვარდება.

განსაზღვრულია სტრატეგია დამატებითი ტურისტული ატრაქციების შესაქმნელად;

დღეს არის კარგად ჩამოყალიბებული და მიმდინარეობს საერთაშორისო მარკეტინგის კამპანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი ზამთრის კურორტები, რომელიც ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია, დიდი სამუშაო ჩატარებულია, მაგრამ მეტია გასაკეთებელი“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები