მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია სამინისტროში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

5bee60c2896b8
BM.GE
16.11.18 10:15
1253
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, წლის ბოლომდე სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, გუნდის დაკომპლექტება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თქვენ კიდევ დაინახავთ ცვლილებებს“, - ამბობს ქობულია.

რაც შეეხება ქობულიას ახალ მოადგილეს ლაშა მიქავას, მინისტრის თქმით, ის გამოირჩევა ძლიერი ანალიტიკით და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევებით.

„მას თავის დროზე სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, კერძოდ ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა“, - ამბობს ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები