მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: საპენსიო რეფორმა არ გადავადდება

5c12681f2a403
ლევან თაღიაშვილი
13.12.18 18:08
1898
ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, საპენსიო რეფორმის გადავადება არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის გარკვეული ნაწილი ინფორმირებულობის დაბალ დონეზე საუბრობს.

ქობულიას განმარტებით, ინფორმაციის ფართოდ გავრცელება საზოგადოებაში მომავალი კვირიდან დაიწყება.

"არ ვაპირებთ რეფორმის გადავადებას. ის შევა ძალაში ისე, როგორც დაგეგმილია. თვითონ ინფორმაცია, როგორც მე მოვახსენე საზოგადოებას გუშინ და გუშინწინ, შემდეგი კვირიდან ფართოდ გავრცელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთა ნაწილმა საპენსიო სააგენტოს და ზოგადად, რეფორმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ღიად დააფიქსირა და დღეს საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტთან შეხვედრა გაბრაზებულებმა დატოვეს.

შეხვედრაზე დამსწრე კერძო სექტორის ნაწილის განცხადებით, მათ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელისგან და მენეჯმენტისგან ვერ მიიღეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც ბიზნესს ახალ რეფორმასთან დაკავშირებით გააჩნია.

ბიზნესს მიაჩნია, რომ რეფორმის ასამოქმედებლად 2-კვირიანი ვადა საკმარისი არაა.

ისინი მიზეზად ინფორმირებულობის დაბალ დონეს ასახელებენ, ამიტომ კერძო სექტორი რეფორმის გადავადებას ითხოვს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები