მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: "საქართველოს ფოსტის" საპრივატიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს

5c502772c6be4
ელენე გოგბერაშვილი
29.01.19 14:13
1043
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ საპრივატიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.
ასე უპასუხა მინისტრმა bm.ge-ის კითხვას.

„ფოსტის პრივატიზაცია მიმდინარეობს... ჩვენ ვიმყოფებით მომზადების ფაზაში“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, საქართველოს ფოსტის გაყიდვის შესახებ მზაობა მთავრობამ გასული წლის შუა რიცხვებში გამოთქვა.

საქართველოს ფოსტა სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს საქართველოში საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდებას ახდენს. 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს ფოსტა ზარალიანი საწარმოა.

2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა - 30 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი - 23.5 მილიონი ლარი, ცვეთა - 3.3 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მილიონი ლარი დაუჯდათ.

საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330,000 ლარი იყო.

საქართველოს ფოსტამ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალი 2.2 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება კომპანიის აქტივებს, ის 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 72 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები