მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: საქართველოში პოლიტიკური აქტივობა ჩემს გეგმებში რჩება

5d3967469f63a
თელარა გელანტია
25.07.19 14:00
1068
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრ გიორგი ქობულია შესაძლოა, პოლიტიკაში ვიხილოთ.

როგორც მან BM.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა, სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებთ საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ ძირითადი გეგმები საქართველოსაც უკავშირდება.

- სამი თვე გავიდა, რაც ეკონომიკის მინისტრი აღარ ხართ. თუ ჩამოყალიბდა, გიორგი ქობულია რისი კეთება უნდა?

- ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ; ისევ და ისევ ვარ განხილვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების, როგორც ჩემი საქმიანობის შემდგომი ნაბიჯის და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებებიდან ორი ძირითადი მიმართულება მაინც საქართველოს უკავშირდება.

- პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას, თქვენ არ გამორიცხეთ პოლიტიკური აქტივობაც... ყოველ შემთხვევაში, ღიად დატოვეთ ეს კითხვა. რჩება ეს დღის წერსიგში?

- დიახ, ეს რჩება ჩემს გეგმებში, რჩება ჩემს დღის წესრიგში, მაგრამ ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.

- რამდენად შესაძლებელია, რომ გიორგი ქობულია ვიხილოთ ოპოზიციაში ან თუნდაც საზოგადოებრივ ფრონტზე? ხართ ალბათ საქმის კურსში, თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დაანონსა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა.

- ჯერჯერობით, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან. როგორც კი ჩამოვყალიბდები, ალბათ ეს ცნობილი გახდება და თქვენც დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები