მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე: ჩემთან ამაზე არ გადიან კონსულტაციებს

5cb2ee6fafd87
დავით ჯალაღონია
14.04.19 12:23
793
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს.

როგორც მინისტრმა მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა, ამ თემაზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან მას კონსულტაცია არ ჰქონია.

"ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემთან ამაზე არ გადიან კონსულტაციებს", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულიას შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები