მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია "თიბისი ბანკზე": არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლაა

5c66855e031d4
BM.GE
15.02.19 13:22
1012

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი უწყებები TBC ბანკის საქმეში დეტალურად გაერკვევიან.

"ჩემი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა", – განაცხადა გიორგი ქობულიამ "თიბისი ბანკთან" დასმული კითხვის საპასუხოდ, ხომ არ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, როდესაც "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მოითხოვა.

"ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არის სერიოზული. ამაში გარკვევა არის საჭირო და ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები