მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულია: "ხაზარაძე იქნება თუ არ იქნება, ანაკლიის პროექტი მაინც შეიძლება შესრულდეს"

5c7fcc64e7886
თელარა გელანტია
06.03.19 17:48
819

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის შექმნილ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" მამუკა ხაზარაძე "შემადგენელი ნაწილია".

ასე უპასუხა ქობულიამ bm.ge-ის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხედავს თუ არა ის რისკებს იმის თაობაზე, რომ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ შექმნილმა ვითარებამ ხელი შეუშალოს დონორების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებას.

"ანაკლიის პორტი ესაა დიდი კონსორციუმი. მამუკა ხაზარაძის როლი აქ არის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ანაკლიის პროექტი, ეს არის $600 მლნ-იანი პროექტი, აქედან $400 მლნ-ის კრედიტს იძლევა ოთხი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი. 100 მლნ-ს - ჩვენ, როგორც მთავრობა ვდებთ კაპიტალში. ხოლო ის 100 მლნ, რომელიც არის დასადები დამატებით, ეს არის კაპიტალი, რომელსაც დებს რამდენიმე ინვესტორი, თვითონ მამუკა ხაზარაძე არის უფრო ორგანიზატორი ვიდრე - თავისთავად ინვესტორი", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Bm.ge-ის რეპლიკაზე - მამუკა ხაზარაძე კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, მინისტრმა შემდეგი პასუხი გაგვცა: "ერთ-ერთი ინიციატორი არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშეც, დავუშვათ, იგივე ხაზარაძე იქნება თუ არ იქნება, ეს პროექტი მაინც შეიძლება შესრულდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს შესრულდებოდა მისი არსებობის დროსაც", - აღნიშნა მან.

კითხვაზე - უშვებენ თუ არა, ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის გასვლას, მინისტრმა განაცხადა, რომ "არ უშვებს".

"არ ვუშვებ მაგას, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არ არის ამდენად კრიტიკული... ჩვენ ასეთ სტრატეგიულ პროექტს მაინც შევასრულებთ", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები