მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქობულიამ IMF-ის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა

5c6d8ab3ba6f0
თელარა გელანტია
20.02.19 21:11
1805
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა და თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორცილებს.

„სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამა. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მედეგობის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის კუთხით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართავს შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები