საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, საქართველოს მთავრობისთვის რჩევის მიცემას აზრი არ აქვს.
ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ისთან ინტერვიუში ე.წ. რუსული ავიასანქციების პოტენციურ შედეგებსა და გამოსავლის გზებზე საუბრისას განაცხადა.
ყოფილი მინისტრის შეფასებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ ზარალს მიაყენებს.
- ბატონო გიორგი, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ არსებულ სიტუაციაში? თქვენ რას იზამდით?
- თავს შევიკავებ შეფასებისგან; მე როცა მინისტრი ვიყავი, მაშინ ვერ გავიტანე ის, რასაც ვთვლიდი, რომ სწორი იყო და მართალი რომ გითხრათ, ახლა ასე გარედან რჩევის მიცემა საერთოდ უაზრობად მიმაჩნია დღევანდელი მთავრობისთვის.
- ანუ არ ღირს რჩევის მიცემა?
- დიახ, ჩემი გადმოსახედიდან არ მგონია, რომ ეს რჩევა რამენაირად იქნება გათვალისწინებული.

























