ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველო ენერეგტიკული სექტორის დივერსიფიკაციისთვის ბუნებრივ აირს რუსეთის ფედერაციიდან ყიდულობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ საქართველო "გაზპრომთან" განახლებული კონტრაქტით უკეთეს სატრანზიტო პირობებთან ერთად, ბუნებრივი აირის შესყიდვის უკეთეს ფასსაც მოითხოვს.
"რაღაც რაოდენობის გაზს რუსეთიდან ვყიდულობთ დღესაც, ეს ხდება იმისთვის, რომ ვიყოთ დივერსიფიცირებულები და საქართველოში ბუნებრივ აირზე იყოს კონკურენტული ფასები. ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ უკეთესი პირობები. როცა მოლაპარაკებები შედგება გეტყვით დეტალურად,"- ამბობს ქობულია.
შეგახსენებთ, გაზის ბალანსის მიხედვით, წელს რუსეთიდან გაზის შეძენა დაგეგმილი არ არის. ამასთან, ანალოგიური დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანას რუსეთიდან გაზი არც 2018 წელს შემოუტანია.

























