მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი რამიშვილი: "ეს მიზანი ემსახურება საქართველოს"

5c9c60528d659
თელარა გელანტია
28.03.19 09:46
27384
„სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებლის და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის შეფასებით, "სილქნეტი" ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „სილქნეტმა“ $200 მლნ ევროობლიგაციების გამოშვება განახორციელა. ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე.

„დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს. ის ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში „სილქნეტის“ მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს რამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები