მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი რამიშვილი: ყაზახი ინვესტორების საქართველოში ჩამოყვანა Forbes-ის ძალიან კარგი წამოწყებაა

57568d153c663
BM.GE
07.06.16 12:56
4817
Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით თბილისში გამართულ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს მასში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, ეს იყო საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული და საინტერესო ფორუმი, რომელსაც თან ახლდა კონკრეტული შედეგები.
 
კომპანია Silk Road Group-ის წარმომადგენელი გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ყაზახი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება უმეტესად საბანკო სფეროს, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის მიმართულებით არის.

"ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ყაზახ პარტნიორებთან ურთიერთობის. საერთოდ, აბრეშუმის გზის კორიდორისთვის, ყველა ეტაპზე საქართველოსთვის ყაზახეთთან ერთად კომბინაციაში ყოფნა, ყოველთვის იყო წარმატების მომტანი. ყაზახ ინვესტორებს აინტერესებთ ენერგეტიკა, საბანკო სფერო, ლოჯისტიკა და უძრავი ქონება. ისინი, ვინც აქ არიან, რეალური, შემდგარი ინვესტორები არიან. ძალიან კარგი წამოწყებაა Forbes-ის მიერ, რომ მათი ჩამოყვანის ორგანიზება საკმაოდ მაღალ დონეზე მოხდა. ჩემი აზრით, ყველა დაინტერესებულია საქართველოში გააკეთოს ბიზნესი. ბევრი მოვიდა, ბევრი შეკითხვები აქვთ. მათ ქართველი პოტენციური პარტნიორები ხვდებიან და შესაძლებელია გამონახონ საერთო ბიზნეს პრიორირეტეტები. დიდი ხანია ჩვენ ერთოლივად ვმუშაობთ და ამ ფორმის შემდგომაც გვექნება კიდევაც ერთობლივი პროექტები", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე.

ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი იყო Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც "ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის" რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები