ირაკლი კობახიძის ბრძანებით, გიორგი სახოკია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საკადრო ცვლილების შესახებ დოკუმენტი 19 ივნისით თარიღდება.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 19 ივნისიდან“.
გიორგი სახოკია პოსტზე გასული წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. იქამდე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, უფრო ადრე კი ის თავდაცვის სამინისტროს აპარატში საქმიანობდა. 2021-2022 წლებში ის გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობდა, 2020 წელს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2019 წლებში კი შსს-ში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.
ამ მომენტისთვის სულხან თამაზაშვილს 5 მოადგილე ჰყავს. აქედან ორი მისი მინისტრობის დროსაა დანიშნული - გაგა კირკიტაძე და გიორგი ბახუაშვილი.
პოსტზე მოსვლის მომენტისთვის კი უკვე თანამდებობას იკავებდნენ: ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, შალვა თადუმაძე;
bm.ge უწყებას უკვე დაუკავშირდა კითხვით, რა გახდა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი და დატოვა თუ არა უწყება. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.



























