გიორგი სამანიშვილმა თანამდებობა დატოვა, - ინფორმაცია bm.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სამანიშვილის შემცვლელზე სამინისტრომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. გიორგი სამანიშვილი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში რჩება, თუმცა ის მუშაობას სამეცნიერო მიმართულებით გააგრძელებს.
სამანიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

























